რა არის პატარა საქართველო ?
პატარა საქართველო - La Petite Géorgie არის პროექტი, რომლის მიზანია საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხრივი ღვინის ტურიზმის განვითარება.
ჯერ ვიწყებთ საფრანგეთით, რათა რაც შეიძლება მეტ ქართველს მივცეთ შესაძლებლობა გაეცნოს ფრანგულ ტრადიციულ მეღვინეობას.
ამ გზაზე დაგეხმარებით მე: ქართველი, პატარა საქართველოდან. თქვენი გზამკვლევი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს ღვინის ტურის ორგანიზებას და მთელი მოგზაურობის განმავლობაში ადგილზე გიმასპინძლებთ.
ჩემი მიზანია, ეს ღვინის ტური გახდეს არა მხოლოდ მოგზაურობა, არამედ ხიდი საქართველოსა და საფრანგეთის ღვინის კულტურებს შორის.
გაიცანი შენი მასპინძელი
გამარჯობა ძვირფასო სტუმარო.
ჩემი სახელია ანა. ჩემი ღვინისადმი სიყვარული საქართველოში დაიწყო. მას შემდეგ რაც გავაცნობიერე, თუ რამდენად, მნიშვნელოვანი იყო და არის ღვინის კულტურა ჩვენი ქვეყნისთვის, გადავწყვიტე რომ ეს გზა ჩემი მომავალი უნდა გამხდარიყო.
უკვე 7 წელია საფრანგეთში ვცხოვრობ და ვმუშაობ. პროფესიულმა გზამ ბორდოში მომიყვანა - თავდაპირველად მედოკის რეგიონში, სადაც მეღვინის ასისტენტად ვიმუშავე Château Pichon Longueville Comtesse de Lalande-ში. ამჟამად კი სენტ-ემილიონში, კერძოდ Château de Ferrand-ში ღვინის ტურიზმის ხელმძღვანელი ვარ.
გადავწყვიტე შემექმნა პროექტი, რომელიც საქართველოსა და საფრანგეთს დააკავშირებდა და სიმბოლურად, „პატარა უფლისწულის“ შთაგონებით, „პატარა საქართველო“ დავარქვი. იდეა მიზნად ისახავს საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარებას, რომელიც ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას.
ამ ეტაპზე, საფრანგეთში ყოფნისას, მინდა ქართველ ღვინისა და მოგზაურობის მოყვარულებს ჯერ ვუმასპინძლო ბორდოში - მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღვინის რეგიონში და შევუქმნა საინტერესო, პერსონალური გამოცდილება.
ყოველთვის საინტერესოა ვნახოთ და გავიცნოთ ახალი, გავიგოთ მეტი და გავაუმჯობესოთ საკუთარი.