მოგზაურობა ღვინის სასახლეებში

ღვინის ტური ბორდოში, ქართველებისთვის

    • ისტორიული ვენახები და მსოფლიოში განთქმული ღვინოები.

    • ლეგენდარული "შატოები".

    • ფრანგული ტრადიციების გაცნობა.

    • კულტურული ხიდი: ბორდო როგორც მეღვინეობის ცენტრი და საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო.

    • მყუდრო სასტუმრო ქალაქის ცენტრში.

    • ტრანსპორტირება ლოკაციებს შორის.

    • ორჯერადი კვება: სასტუმროს საუზმე, სადილი/ვახშამი საუკეთესო ლოკალურ რესტორნებში.

    • ქალაქისა და ღვინის მუზეუმის დათვალიერება.

    • პერსონალური ვიზიტები და დეგუსტაციები უნიკალურ “შატოებში”.

    • ქართულენოვანი მასპინძელი მთლიანი ტურის განმავლობაში.

      ტურში არ შედის ფრენის საფასური.

* ქვემოთ წარმოდგენილია მიახლოებითი 6-დღიანი განრიგი მცირე ჯგუფებისთვის (6-8 ადამიანი), რომელიც შესაძლებელია შეიცვალოს და სრულად მოერგოს თქვენი ჩამოსვლის თარიღებს, შერჩეულ პერიოდსა და სტუმრების რაოდენობას, რათა მიიღოთ უნიკალური და პერსონალური გამოცდილება.

ჩამოსვლის დღეს, ბორდოს აეროპორტში დაგხვდებათ ქართველი მასპინძელი პირად მძღოლთან ერთად და წამოგიყვანთ ქალაქის ისტორიულ ცენტრში მდებარე, მყუდრო სასტუმროში.

ნომრებში განთავსების შემდეგ, გექნებათ თავისუფალი დრო მგზავრობისგან დასასვენებლად.

საღამოს გელოდებათ ფრანგული Welcome ვახშამი ბორდოს ოპერისა და განათებული ქალაქის ხედით. (დამოკიდებულია ჩამოსვლის დროზე).

დღე 1 : ბორდოში ჩამოსვლა

საუზმის შემდეგ, თქვენი ქართველი მასპინძელი მოკლედ მოგიყვებათ ქალაქის ისტორიას და შემდეგ ტრამვაით გაეშურებით ცნობილ ღვინის მუზეუმში, სადაც გექნებათ სრული თავისუფლება რომ დაათვალიეროთ და გაეცნოთ უამრავ საინტერესო ინფორმაციას ღვინოზე.

მოგვიანებით, პირადი მძღოლი სასტურმოში მოგაკითხავთ და საღამო დაიწყება ბორდოს ერთ-ერთი ცნობილი და ისტორიული შატოს მონახულებით და ღვინოების დეგუსტაციით: Château Smith Haut Laffite, და დასრულდება ფრანგული ვახშმით ამავე შატოში, სადაც თითოეული კერძი ჰარმონიულად იქნება შეხამებული თეთრ და წითელ ღვინოებთან.

დღე 2 : ქალაქის ტური

საუზმის შემდეგ პირადი მძღოლი ქართველ მასპინძელთან ერთად წაგიყვანთ ბორდოს ყველაზე დიდ და ცნობილ ღვინის სუბრეგიონში: მედოკში.

ლეგენდარული შატოების მონახულებასა და პერსონალურ დეგუსტაციებს თან დაერთვება შთამბეჭდავი და საინტერესო აქტივობები.

გექნებათ შესაძლებლობა მიიღოთ უნიკალური გასტრონომიული გამოცდილება - ფრანგული და იაპონური სამზარეულოს შეხამება ადგილობრივ ღვინოებთან.

მოგვიანებით კი გაეცნობით ტრადიციული ფრანგული მუხის კასრების დამზადების ხელოვნებას და მის მნიშვნელოვან როლს ღვინის დავარგებაში.

დღე 3 : მედოკის ტური

დღე 4 : თავისუფალი დღე

ისიამოვნეთ თავისუფალი დღით ბორდოში. მიირთვით არომატული ყავა და თბილი კრუასანები მყუდრო ფრანგულ კაფეში. გაისეირნეთ ულმაზეს ცენტრალურ პარკში და პატარა, ისტორიულ ქუჩებში. დაათვალიერეთ გამორჩეული ადგილობრივი მაღაზიები.

აღმოაჩინეთ ბორდოს ცხოვრების სტილი, ცოცხალი ატმოსფერო და მისი ნაკლებად ცნობილი მხარეები ღვინის სამყაროს მიღმა.

სულ რაღაც ერთი საათის გზაზე შეგიძლიათ მოინახულოთ ოკეანის სანაპიროზე მდებარე ულამაზესი ქალაქი - არკაშონი.

თქვენი კომფორტისთვის მომზადებულია საგულდაგულოდ შერჩეული რეკომენდაციების სია კაფეებით, რესტორნებით და აუცილებლად სანახავი ადგილებით, რათა თქვენი დღე მაქსიმალურად საინტერესოდ და სასიამოვნოდ დაგეგმოთ.

ბორდოში მოგზაურობის ბოლო დღე დაეთმობა კიდევ ერთ ულამაზეს სუბრეგიონს - სენტ-ემილიონს. ეს პატარა, შუა საუკუნეების ქალაქი, ცნობილია თავისი მონოლითური ტაძრით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიწისქვეშა ეკლესიაა ევროპაში.
1999 წლიდან ქალაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და ღვინის სამყაროში განსაკუთრებული ადგილი უკავია.

დღის განმავლობაში ესტუმრებით სენტ-ემილიონის ერთ-ერთ ცნობილ შატოს, სადაც ნიადაგი დღემდე ტრადიციულად - ცხენების გამოყენებით მუშავდება. თუმცა, პერსონალური ვიზიტი შექმნილია ინოვაციების მოყვარულთათვისაც. ვენახების გოლფის მანქანებით დათვალიერება და შატოში მიშელინის ვარსკვლავიან რესტორანში ლანჩი, ერთ-ერთი გამორჩეული გამოცდილება იქნება.

მოგვიანებით, ფეხით გაისეირნებთ სენტ-ემილიონის ქუჩებში, სადაც თითოეული კუთხე ღვინისა და საფრანგეთის ისტორიის ნაწილია. თუმცა ამით თქვენი თავგადასავალი არ მთავრდება…

დღე 5 : სენტ-ემილიონის ტური


დღე 6 : გამოფრენა